პროექტის სახელწოდება : წიგნი თუ კომპიუტერი
პროექტის მთავარი იდეა: გაიაზრონ მოსწავლეებმა თუ როგორ შორდებიან წიგნს და
ხდებიან კომპიუტერზე დამოკიდებულნი. წიგნი მათ სიძნელეების გადალახვის იმუნიტეტს უძლიერებს, ხოლო კომპიუტერით
ინფორმაციის მარტივად მოძიება, გონებას ფიქრის საშუალებას არ აძლევს და სუსტ ადამიანებად
გვაყალიბებს.
პროექტის აქტუალობა:დღევანდელი ახალგაზრდობა დაშორებულია წიგნს და საზრდოობს
მხოლოდ ინტერნეტით მიღებული ინფორმაციით.
პროექტის მიზნები:განუვითარდეთ მოსწავლეებს წიგნის კითხვის, გაანალიზების,
საუბრის უნარი, ასევე შეეძლოთ ინტერნეტით საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიღება.
მოსწავლის ასაკი:11წ.
ვადები:სამი კვირა.
პროექტისათვის საჭირო
რესურსები:სკოლის მოსწავლეები,
ბიბლიოთეკა, ინტერნეტი, გაზეთები.
პროექტის მსვლელობა:პირველ ჯგუფს ევალება მოიძიოს ინფორმაცია სკოლის ბიბლიოთეკარისგან:
თუ რამდენმა მოსწავლემ ისარგებლა ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნით(კლასგარეშე საკითხავი
ლიტერატურით) 2013 წელს.დადგინდეს მთელი სკოლის მოსწავლეთა რამდენი % სარგებლობს ბიბლიოთეკის
წიგნით. მოსწავლეებში ჩატარდეს გამოკითხვა
თუ როდის წაიკითხეს ბოლოს წიგნი და როდის ისარგებლეს ბოლოს ინტერნეტით, რომელს ანიჭებენ
უპირატესობას და რატომ არის აუცილებელი წიგნის შეყვარება. მეორე ჯგუფს ეძლევა დავალება:
ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია წიგნზე, მის მნიშვნელობაზე, ასევე კომპიუტერის
დადებით და უარყოფით მხარეებზე. კომპიუტერის დახმარებით, ელექტრონული ცხრილების საშუალებით,
ააგონ დიაგრამა, სადაც იქნება დამოკიდებულება სკოლის მოსწავლეთა ბიბლიოთეკით მოსარგებლეთა
და მთლიან რაოდენობას შორის.
მოსალოდნელი შედეგები,პროცედურები:გამოკითხვიდან და მოძიებული ინფორმაციიდან პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს უვითარებს
მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ ჩვევებს. პროექტში
დაყენებული საკითხი ფართოდ განიხილება, მოსწავლეები მივლენ იმ დასკვნამდე, რომ წიგნს
ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია და შეუცვლელია, თუმცა გარკვეული დოზით და გონივრული ორიენტაციით ინტერნეტიც
აუცილებელი და ცოდნის მომცემია.
ddd.jpg)

No comments:
Post a Comment